პოლ სამუელსონი
რა არის პლურალისტური მიდგომა ეკონომიკაში?
პლურალიზმი მოსაზრებათა მრავალფეროვნების არსებობასა და მათ აღიარებას ნიშნავს. ეკონომიკურ განათლებაში პლურალისტური მიდგომა აქცენტს აკეთებს სხვადასხვა თეორიებსა და ვარაუდებზე; იყენებს განსხვავებულ მეთოლოგიებსა და მსჯელობების გზებს.
რატომ უნდა გამოვიყენოთ პლურალისტური მიდგომა ეკონომიკაში?
ეკონომიკის სულ მცირე ცხრა სკოლა არსებობს. თითოეულ ამ სკოლას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე და მათ შორის საზღვრები ხშირად ბუნდოვანია. არც ერთი მათგანი არის ბოლომდე სწორი ან არასწორი და მათ შორის არჩევანი დამოკიდებულია კონტექსტზე.
პლურალისტური მიდგომის დანერგვა ეკონომიკაში აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიული დებატების წარმართვისთვის. პლურალიზმი მოითხოვს ღიაობას ფუნდამენტურად განსხვავებული თეორიული დაშვებების გამოყენებისას. გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთ ეკონომიკურ თეორიას არ აქვს პასუხი ყველა კითხვაზე და გამოწვევაზე, აუცილებელია სხვადასხვა მოდელების გამოყენება, რათა უკეთ ავხსნათ ეკონომიკის სხვადასხვა ასპექტები. სწორედ ამიტომ ინკლუზიურმა და ყოვლისმომცველმა ეკონომიკურმა განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის სხვადასხვა სკოლებისა და თეორიული პერსექტივების დაბალანსებულ სწავლებას.
მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკა არ არის კრიზისში. ეკონომიკის სწავლებაც კრიზისშია და ამ კრიზისის შედეგები უნივერსიტეტის კედლებს სცდება. ის თუ რა ისწავლება და როგორ ისწავლება ეკონომიკის კლასებში უმნიშვნელოვანესია მაღალკვალიფიციური და მოაზროვნე სპეციალისტების და ასევე საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ 30-ზე მეტი ქვეყნიდან ვართ და გვჯერა, რომ დროა გადავხედოთ ეკონომიკის სწავლების არსებულ მეთოდებს. ჩვენ უკმაყოფილონი ვართ კურიკულუმის ინფორმაციული შემცირებით, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ინტელექტუალური მრავალფეროვნების ასეთი ნაკლებობა მხოლოდ განათლებისა და კვლევის შესაძლებლობას არ ზღუდავს. ეკონომიკის ამგვარი სწავლება ტოვებს სტუდენტებს ნაკლებად გათვითცნობიერებულებს 21-ე საუკუნის გამოწვევების მიმართ, როგორებიცაა ფინანსური სტაბილურობა, სურსათის უსაფრთხოება და კლიმატის ცვლილება. Საკლასო ოთახებში უნდა დაბრუნდეს სოციალური რეალობა და ასევე მეთოდებისა და თეორიების პლურალიზმი. ასეთი ცვლილება ხელს შეუწყობს დისციპლინის განახლებას და, საბოლოო ჯამში, შექმნის სივრცეს, სადაც საზოგადოების პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება იქნება შესაძლებელი.
ჩვენ მოვუწოდებთ სასწავლო კურსების ცვლილებას. ჩვენ არ ვაცხადებთ, რომ გვაქვს სრულყოფილი პასუხი, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეკონომიკის სტუდენტებისთვის მეტად სასარგებლო იქნება სხვადასხვა პერსპექტივებისა და იდეების გაცნობა. პლურალიზმი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სწავლებისა და კვლევის გამდიდრებას და დისციპლინის გაძლიერებას. უფრო მეტიც, პლურალისტური მიდგომა ეკონომიკის სწავლებაში უზრუნველყოფს ეკონომიკის საზოგადოების სამსახურში დაბრუნებას. სასწავლო პროგრამების Პლურალიზმის სამი ფორმა უნდა იყოს გათვალისწინებული: თეორიული, მეთოდოლოგიური და ინტერდისციპლინური.
თეორიული პლურალიზმი ხაზს უსვამს სასწავლო პროგრამებში ეკონომიკის აზროვნების სკოლების სპექტრის გაფართოების აუცილებლობას. ჩვენ არ ვართ რომელიმე ეკონომიკური აზროვნების ტრადიციის წინააღმდეგ. პლურალისტური მიდგომა არ ნიშნავს რომელიმე თეორიის არჩევას, არამედ მან უნდა წაახალისოს ინტელექტუალურად მდიდარი დებატები და იდეების კრიტიკულად შეფასება. მაშინ როდესაც სხვა დისციპლინების სასწავლო პროგრამებში ერთმანეთის საწინააღდმეგო თეორიები გვხვდება, ეკონომიკა ხშირად მცდარად გააზრებულია როგორც ერთიანი სხეული, სადაც კანონები და წესები სრულიად ურთიერთშეთანხმებულია. მიუხედევადად იმისა, რომ დომინანტურ ეკონომიკის სკოლას ახასიათებს შინაგანი ნაკლოვანებები, ის წარმოჩენილია, როგორც მხოლოდ ერთადერთი სწორი თეორიული და მეთოდოლოგიური გზა. ამგვარი ერთსახოვნება გაუგონარია სხვა დისციპლინებში. არავინ მიიღებს სერიოზულად ფსიქოლოგიის ისეთ სასწავლო პროგრამას, რომელიც მხოლოდ ფროიდიზმზეა ფოკისირებული ან პოლიტიკის პროგრამას, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო სოციალიზმზე აკეთებს აქცენტს. ინკლუზიურმა და ყოვლისმომცველმა ეკონომიკურმა განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა თეორიული პერსპექტივების დაბალანსებულ გაცნობას. დღეს ეკონომიკის სასწავლო პროგრამებში გადაჭარბებული წილი უჭირავს ნეოკლასიკურ სკოლას და ეკონომიკური აზროვნების სხვა სკოლების (როგორიცაა, კლასიკური, პოსტ-კეინზიური, ინსტიტუციური, ეკოლოგიური, ფემინისტური, მარქსისტული და ავსტრიული) წილი უკიდურესად მწირია. ამგვარად ეკონომიკის სტუდენტებს არ ეძლევათ საშუალება დისციპლინის მრავალფეროვნებასა და სხვადასხვა პერსპექტივებს გაეცნონ.
გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სასწავლო პროგრამები მოიცავდეს ისეთი კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო კონტექსტის შექმნას და ხელს უწყობენ რეფლექსურ აზროვნებას ეკონომიკისა და მისი მეთოდების შესახებ. ასევე, თეორიები არ შეიძლება იყოს გააზრებული ისტორიული კონტექსტისგან დამოუკიდებლად, რომელშიც ისინი ჩამოყალიბდა. ამიტომ, სტუდენტები სისტემატურად უნდა ეცნობოდნენ ეკონომიკური აზროვნების ისტორიასა და ეკონომიკის კლასიკურ ლიტერატურას. ამჟამად, ასეთი კურსები ან არ არსებობს, ან მარგინალიზებულია უნივერსიტეტების კურიკულუმებში.
მეთოდოლოგიური პლურალიზმი ითვალისწინებს იმ ინსტრუმენტების გამრავალფეროვნებას, რომლებსაც ეკონომისტები იყენებენ ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად. Ნათელია, მათემატიკისა და სტატისტიკის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი დისციპლინისთვის. მაგრამ ძალიან ხშირად სტუდენტები სწავლობენ რაოდენობრივ მეთოდებს, ისე რომ არ ეცნობიან რისთვის ან რატომ უნდა გამოიყენონ ისინი. აგრეთვე, ბევრი ისეთი საკითხია, რომლის გაგებაც მხოლოდ რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით შეუძლებელია; სანდო ეკონომიკური კვლევისას უნდა გამოვიყენოთ როგორც რაოდენობრივი მეთოდები, ასევე სოციალური მეცნიერებების კვლევის პრინციპები და მეთოდები. მაგალითად, ინსტიტუტებისა და კულტურის გაგება შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, თუ თვისებრივ ანალიზს მეტი ყურადღება დაეთმობა ეკონომიკის სასწავლო პროგრამებში.
ბოლოს, ეკონომიკური განათლება უნდა მოიცავდეს ინტერდისციპლინურ მიდგომებს, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაეცნონ სხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ საგნებს. ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა; სოციოლოგიური, პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯით რთული ეკონომიკური ფენომენების გააზრება თითქმის შეუძლებელი ხდება. ეკონომიკური პოლიტიკის სწორად დასაგეგმად, სტუდენტებმა უნდა გაიგონ ეკონომიკური გადაწყვეტილებების უფრო ფართო სოციალური და მორალური შედეგები.
მიუხედავად იმისა, რომ პლურალიზმის დანერგვა ეკონომიკის სასწავლო პროგრამებში შეიძლება განსხვავებული კონტექსტის მიხედვით, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს:
საბოლოო ჯამში, პლურალიზმი ეკონომიკურ განათლებაში აუცილებელია ჯანსაღი საჯარო დებატებისთვის. ეს დემოკრატიის საკითხია.
We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.