Rethinking Economics International სტუდენტური საერთაშორისო ქსელია. ამ ორგანიზაციის მიზანია ეკონომიკის სწავლება გახადოს უკეთესი.
Rethinking Economics Georgia გლობალური მოძრაობის ნაწილია. Ჩვენი მიზანია Საინტერესო პროექტების, ღონისძიებებისა და კამპანიების მეშვეობით ეკონომიკური განათლება გავხადოთ პლურალისტური, რეალისტური, მრავალფეროვანი და დეკოლონიზებული.
Rethinking Economics Georgia ემსახურება კრიტიკული დისკუსიებისთვის სივცრის შექმნას, რათა საქართველიშიც გაღვივდეს დებატები ეკონომიკის მიმდინარე შინაარსისა და სწავლების ირგვლივ. Ჩვენ ვიმუშავებთ, იმისთვის რომ საქართველოში ეკონომიკის სასწავლო პროგრამები უფრო მეტად ასახავდეს ქართული საზოგადოების საჭიროებებს.
Ჩვენი ორგანიზაცია არის არაკომერციული და დაარსებულია 2011 წელს დიდ ბრიტანეთში.
საქართველო ამ მოძრაობას ახლახანს შეურთდა ჩვენი ჯგუფის ინიციატივით.
ჩვენი მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები და პროექტები საგანმანათლებლო პროექტებს და ღონისძიებებს, კვლევებსა და სხვადასხვა მედია პროდუქტებს მოიცავს.
ჩვენ გთავაზობთ ლიტერატურის გზამკვლევს (ეკონომიკის ძირითადი ნაშრომები ეკონომიკის სხვადასხვა სკოლებიდან, ქართველი ეკონომისტების და/ან მკვლევარების მიერ დაწერილი მიმოხილვები/რეზიუმეები/რეფერატები)
ნატო ბალავაძე ბოკონის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. გაიარა სტაჟირებები გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტსა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციაში. ამჟამად მუშაობს Rosa & Roubini Associates-ში, როგორც კვლევითი საქმიანობის ასისტენტი.
ნიტა გეგეშიძემ 2020 წელს მოიპოვა სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. 2022 წელს დაასრულა კემბრიჯის უნივერსიტეტის განვითარების პოლიტიკისა და ეკონომიკის სამაგისტრო კურსი. გაიარა სტაჟირებები “კარნეგი ევროპაში”, “ჰონგ კონგის სამართლიანობის ცენტრსა” და “ათასწლეულის განვითარების ფონდი - საქართველოში.”
ელისაბედ გედევანიშვილმა 2022 წელს მოიპოვა ფილოსოფიის მაგისიტრის წოდება ოქსფორდის უნივერსიტეტში—განვითარების სწავლების მიმართულებით. ამჟამად ელისაბედი თანამშრომლობს ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული კვლევების ცენტრთან.
თამუნა ოქრუაშვილი კორვინუსის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრის სტუდენტია გლობალური სოციოლოგიის მიმართულებით. გაიარა სტაჟირება უნგრეთის დემოგრაფიის ინსტიტუტში და მუშაობდა კარლ პოლანის კვლევით ცენტრში უნგრეთში.
We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.